სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 204 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130. რეგიონის საკარანტინე სივრცეში იმყოფება 50 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.