სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ფოთსა და ზუგდიდში თერმოსკრინინგი 100 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.

გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ თერმოსკრინინგი ჩაუტარა 7500-ზე მეტ მოქალაქეს.

გამშვებ პუნქტებთან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა 32 ათასზე მეტი ავტომობილი.

სახელმწიფო რწმუნებულმა ჯარიმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის რეგიონში დაჯარიმდა 13 პირი.
ზუგდიდის შემოსასვლელში სოფელ ცაცხვში და ფოთის შესასვლელ – გასასვლელში საკონტროლო პუნქტები 31 მარტს ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი