სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 232 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 232 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 232 პირი რჩება. თვითიზოლაციის ვადა უკვე დაუსრულდა 920 ადამიანს.

საერთო ჯამში, ეპიდზედამხედველობა რეგიონში დამყარდა 1 636 პირზე.

გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ 19“-ზე 143 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. მათგან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 65 მოქალაქე რჩება.