სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გუშინ ღამით 26 ადამიანი დაჯარიმდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გუშინ ღამით 26 ადამიანი დაჯარიმდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გუშინ ღამით 26 ადამიანი დააჯარიმეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში 58 ადამიანია. სულ რეგიონიდან კარანტინის სივრცეებში 286 მოქალაქე იმყოფება.

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ახალი კორონავირუსით მოთავსებულ  ორ ადამიანს, ვიბლიანის თქმით, მკურნალობას განაგრძობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 62 ადამიანი რჩება.