სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, ყველა ახალი შემთხვევა ადრე დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.

მისი ინფორმაციით, რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 776 პირს, საკარანტინე სივრცეში რჩება 176 ადამიანი, ხოლო 1 000-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაშია.

„რეგიონის მასშტაბით გუშინ აღებული იქნა 776 ბიოლოგიური ნიმუში. აქედან დადებითი პასუხი მიღებულია შვიდ მოქალაქეზე. სამი არის ხობის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, ორი არის ფოთში მომუშავე და ხობში მცხოვრები პირის კონტაქტები, ხოლო ორი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები არიან. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 და ფოთის კლინიკაში 37 მოქალაქე. რუხის კლინიკაში მყოფი ექვსი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი შეადგენს 113-ს. საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 167 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი, 1 000-ზე მეტი პირი იმყოფება”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

სულ სამეგრელოში „კოვიდ 19“-ის 113 შემთხვევაა დაფიქსირებული.