სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 82 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 87 ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.