სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი

სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 45 და გარდაიცვალა ხუთი ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 265 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება – 142 კოვიდპაციენტი;

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 39 კოვიდპაციენტი;

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 24 პაციენტი;

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 60 პაციენტი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 15 ინფიცირებული პირი.

რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი – სენაკის მკვიდრი 45 წლის მამაკაცი, ასევე სენაკის მკვიდრი 98 წლის ქალი, ხობის მკვიდრი 74 წლის ქალი, ზუგდიდის მკვიდრი 93 წლის ქალი, ასევე ზუგდიდის მკვიდრი 75 წლის ქალი. ხუთივე პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.