სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 81 და გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. სულ ექვს კოვიდცენტრში 189 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 70 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.