სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 95 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 41 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 17.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 39 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 86 პირი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.