სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 303 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:41, 17.12.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.

რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ.

რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდცენტრში 280 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 150 ინფიცირებული, მათ შორის რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 კი საშუალო სიმძიმისა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 28 კოვიდინფიცირებული რჩება.

რაც შეეხება აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში, აქ  22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 330 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება -71 პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით  გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის ქალბატონი. ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.

ინფორმაციას  სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი