სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:14, 04.04.2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 174 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 27. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 42

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 126 პირი იმყოფება.

მსგავსი