სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 41 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი

11:50, 21.12.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს „კოვიდ“-ცენტრში მკურნალობს 303 „კოვიდ“-ინფიცირებული პაციენტი, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 137 „კოვიდ“-ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 80, ხოლო მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა.

„სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 „კოვიდ“-დადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა; ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 „კოვიდ“-ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 „კოვიდ“-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; აბაშის „ევექსის“ „კოვიდ“-კლინიკაში 24 პაციენტი რჩება; სენაკის „ლაზიკამედიში“ მკურნალობს 34 პაციენტი, საშუალო სიმძიმის არის 31“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში კი, იმყოფება 64 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი „კოვიდ“-დადასტურებული პაციენტი.

მსგავსი