სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტები არიან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურის ეპიდემიოლოგები ატარებენ ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ინფიცირების წყაროებისა და მათი კონტაქტების დასადგენად.
ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 156 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის საშუალო სიმძიმის არის 64 პაციენტი. მათ ძირითადად ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.
საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი.