სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 325 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 507, გარდაიცვალა ორი ადამიანი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.
რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიების მიზნით ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდ-ცენტრში 243 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, საშუალო სიმძიმისაა 100 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ჟანგბადდამოკიდებულები არიან.
ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მათგან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკული.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 38 კოვიდდადასტურებული, მათ შორის საშუალო სიმძიმის რვა, ხოლო ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 28 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 507 კოვიდდადასტურებული, გარდაიცვალა ორი ადამიანი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება იმყოფება 123 ადამიანი.