სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 941 ადამიანს.

„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 162 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდპაციენტი, აქედან ხუთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 145 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.