სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 81, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 81, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 194 პაციენტი, მათ შორის 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდინფიცირებული, მძიმეა რვა პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათგან მძიმეა ექვსის პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული რჩება, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“  23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 81 პაციენტი. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტყვარჩელის რაიონიდან გადმოიყვანეს.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში ამჟამად სულ 53 ადამიანი იმყოფება.

დატოვე კომენტარი