სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 400-მდე ნიმუში გამოიკვლიეს და ვირუსი 200 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების 143 შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება, 11 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, შვიდი წალენჯიხაში, ორი ჩხოროწყუში, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდპაციენტი. მათგან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამასთან, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633. ამასთან, ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.