სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 151 შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 451 ნიმუში გამოიკვლიეს, 151 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, რეგიონში დადასტურებული შემთხვევებიდან 87 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, 11 – ფოთში, 9 – ხობში, 6- წალენჯიხაში, 3 – სენაკში, ერთი შემთხვევაა ჩხოროწყუში, დანარჩენი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდპაციენტი, მათგან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი, 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 146 ადამიანი.