სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 122 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 122 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 122 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 215 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში იმყოფება 74 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; სენამედის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა; ფოთის კლინიკაში იმყოფება 37 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა; ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში  14 პაციენტი რჩება, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 18 პაციენტი რჩება; სენაკის კლინიკა „ლაზიკამედი“ 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 72 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 30 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.