სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„ხუთ კოვიდცენტრში 80 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება – 26 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა – 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 129 ადამიანი“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი