სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 90 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 90 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 30 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 31, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – რვა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – ხუთი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 16.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 141 პირი.