სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საკადრო ცვლილებები განახორციელა

15:23, 24.08.2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ალექსანდრე მოწერელიამ ვიცე-გუბერნატორის პოსტზე ირაკლი ჯიქია დანიშნა, რომელიც აქამდე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

გუბერნატორის მოადგილედ რჩება კობა ქანთარია. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მოადგილე დავით კოდუა, სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა, ასევე თეონა კვარაცხელია და გოჩა ლემონჯარია.

მსგავსი