„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება
„სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება

HBO-ს სერიალის ”სამეფო კარის თამაშების” ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლამდე არ შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა სოფია ტერნერმა გაავრცელა.

როგორც სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ამბობს, შოუს მასშტაბურობიდან გამომდინარე მის გადაღებებს და შემდეგ მონტაჟს ძალიან დიდი დრო დასჭირდება, შესაბამისად სერიალის ბოლო ექვსი სერია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება მაყურებელს.