„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა

​რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის ტრეილერი გამოვიდა.

„ტრეილერი აქ არის“, – ამ წარწერით სერიალის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მოკლე ვიდეო გამოქვეყნდა და ფანები გაურკვევლობაში ჩააგდო. რამდენიმე წუთში, ტრეილერის სრული ვერსია „სამეფო კარის თამაშების“ „იუთუბ“ არხზე გამოქვეყნდა.

“მე ვიცნობ სიკვდილს. მას ბევრი სახე აქვს”, – ისმის არიას ხმა, რომელიც გვატყობინებს რომ თეთრი მოსიარულეები უკვე ვინტერფელში არიან.

​სოციალურ ქსელში ახალმა ტრეილერმა გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან სერიალის ფანებმა ახალი ინფორმაცია ვერ მიიღეს, გარდა იმისა, რაც უკვე იცოდნენ – „ვინტერფელში ომისთვის ემზადებიან“.

​როგორც უკვე ცნობილია, „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 14 აპრილს დაიწყება, მანამდე კი ახალი სეზონის ტრეილერს უნდა დავჯერდეთ.