„სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი
„სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

ყველა დროის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი 13 იანვარს გახდება ცნობილი. HBO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერიალის უკანასკნელი სეზონის გამოსვლის თარიღს 13 იანვარს გაამჟღავნებენ.

HBO-მ რამდენიმე დღის წინ სერიალების პრომო ვიდეო გაავრცელა, რომლებიც 2019 წელს გამოვა, მათ შორის ერთ-ერთი Game Of Trones-ია.

„ვინტერფერლი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ“, – რამდენიმეწამიან კადრში ასე ესალმება სანსა სტარკი დრაკონების დედას დეინერის ტარგარიენს.

ამასთან, HBO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი True Detective-ის („ნამდვილი დეტექტივი“) მესამე სეზონი 13 იანვარს გამოვა. ახალ სეზონში მთავარ როლს „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი მაჰერშალა ალი ასრულებს, რომელიც დეტექტივ უეინ ჰეისის როლშია. ახალ სეზონს სამი რეჟისორი ეყოლება. პირველი ორი ეპიზოდი მწვანე ოთახის რეჟისორმა – ჯერემი სოლნირმა გადაიღო. მომდევნო ექვსი ეპიზოდი კი დენიელ საკჰეიმმა და პიზოლატომ. სერიალში მონაწილეობს ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის შვილი მემი გამერი. ახალი სეზონი ოზარკის მთებში მომხდარ კრიმინალურ და მისტიკურ ისტორიას შეეხება. სიუჟეტი დროის სამ სხვადასხვა მონაკვეთში ვითარდება.