სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა
სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა. პროგრამაში მონაწილე 80 -მდე ახალი სტუდენტი წელს თეთრი ხალათებით უნივერსიტეტის პროფესორებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა შემოსეს.

ცერემონიას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდიც დაესწრო. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა საქართველოში პირველად ექვსი წლის წინ დაიწყო, პირველი ნაკადის სტუდენტები სწავლას 2019 წელს დაამთავრებენ.

სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ბაზაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდები, ასევე, გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში.