სამედიცინო საქონლის მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან პირველ ოქტომბრამდე გათავისუფლდა
სამედიცინო საქონლის მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან პირველ ოქტომბრამდე გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს, შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

დეტალები იხილეთ ბმულზე.