1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება

14:40, 14.08.2020

1992-1993 წლების კონფლიქტის დროს დაღუპული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება.

აღნიშნული კონფლიქტის დროს დაღუპული ცამეტი პირის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გუშინ გაავრცელა.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს.

ცხედრების ამოცნობა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში მოხდა.

 

მსგავსი