სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ლევან ხარაბაძე დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ასახულია და ახალი დირექტორი უკვე შეუდგა მუშაობას.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 2 ოქტომბრიდან იყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა დირექტორმა ავთანდილ გალდავამ ახალციხიდან სამეგრელოში გადაინაცვლა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარაბაძე 2016 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა დროს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

დატოვე კომენტარი