სამცხე-ჯავახეთის პოლიცია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვასთან დაკავშირებულ სტატისტიკას ავრცელებს
სამცხე-ჯავახეთის პოლიცია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვასთან დაკავშირებულ სტატისტიკას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასული წლის 12 აგვისტოდან დღემდე გამოავლინეს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 261 ფაქტი.

ამასთან, მათივე ცნობით, ამოიღეს და დალუქეს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამზიდავი 198 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასევე, გამოავლინეს და დალუქეს 30 არარეგისტრირებული ლენტური სახერხი საამქრო.