სამბო – პაატა ღვინიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაო მოუტანა | მინსკი 2019 [ვიდეო]

19:15, 23.06.2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა კიდევ ერთი, რიგით მერცხე მედალი მოიპოვეს. ამჯერად თავი პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) გამოიჩინა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში სომხეთის წარმომადგენელი გრიგორ საჰაკიანი 4-3 დაამარცხა და ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

რამდენიმე წუთში ბრინჯაოსთვის კიდევ ერთი ქართველი, ირინე ლეონიძე იჭიდავებს, მოგვიანებით კი ლევან ნახუცრიშვილი და ბექა ბერძენიშვილი შეეცდებიან საქართველოს ოქროს მედლები მოუტანონ.

 

მსგავსი