სამბო - ოძელაშვილი, ქებაძე და ლორიაშვილი ფინალში არიან | მინსკი 2019 [ვიდეო]
სამბო - ოძელაშვილი, ქებაძე და ლორიაშვილი ფინალში არიან | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიდევ სამი სამბისტი გავიდა ფინალში.

ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) ისევ უშანსოდ დაამარცხა მეტოქე – ამჯერად მისი ნადავლი ფრანგი კამილ როსე გახდა – 8-0.

მეორე ფინალისტი დავით ლორიაშვილი (100) გახდა, რომელმაც 3-0 მოუგო უკრაინელ ანდრიი ბოლობანს.

მოგვიანებით, წარმატებით დაასრულა ნახევარფინალური შეხვედრა ელენე ქებაძემაც, რომელმაც 2-0 დაამარცხა ელენა შირაკი.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.