სამბო - ლილუაშვილმა ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
სამბო - ლილუაშვილმა ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ქართველმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა (68 კგ) ფინალური შეხვედრა ბელარუს ალექსანდ კოკშასთან 0-5 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე დღეს კიდევ სამი ქართველი სამბისტი იჭიდავებს ფინალში – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე და დავით ლორიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველებმა დღეს ერთი  ბრინჯაოს (ბესარიონ ბერულავა), ერთი ვერცხლისა (მინდია ლილუაშვილი) და ერთი ოქროს (ვახტანგ ჩიდრაშვილი) მედალი მოიპოვეს.