სამბო - გივი ნადარეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
სამბო - გივი ნადარეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიდევ ერთმა სამბისტმა მოუტანა მედალი საქართველოს. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გივი ნადარეიშვილმა ბელარუსი მაქსიმ კრასინსკი 10-1 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

სპორტსმენმა, მოპოვებული მედლის შემდეგ, პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სპორტის ამ სახეობაში კიდევ ხუთი მედლის მოპოვების შანსი აქვს. ლევან ნახუცრიშვილი და ბექა ბერძენიშვილი ფინალში იჭიდავებენ, გენადი ჩირგაძე, პაატა ღვინიაშვილი და ირინე ლეონიძე კი ბრინჯაოსთვის.