სამბო - ბერძენიშვილი ფინალშია | მინსკი 2019
სამბო - ბერძენიშვილი ფინალშია | მინსკი 2019

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ფინალში კიდევ ერთი ქართველი სამბისტი გავიდა. 100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ბერძენიშვილმა სერბ ვლადიმირ გაიჩს შანსი არ დაუტოვა (8-0) და ფინალში ბელარუს იური რიბაკს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ფინალშია ასევე ლევან ნახუცრიშვილი, რომლის მეტოქე რუსი სტანისლავ სკრიაბინი იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.