სამბო - ბექა ბერძენიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა | მინსკი 2019 [ვიდეო]
სამბო - ბექა ბერძენიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვეს.

ამჯერად თავი ბექა ბერძენიშვილმა გამოიჩინა, რომელიც 100+ კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბელარუს იური რიბაკს ხვდებოდა.

ქართველ სპორტსმენს სულ ორი წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ სახელოვანი და ძლიერი სპორტსმენი დაემარცხებინა და ქართველ სამბისტთა დელეგაციას მეთერთმეტე მედალი მოუტანა.