„სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცესკო-ს საჩივრით მიმართეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკო-ს ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.
სამართლიანი არჩევნები ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.