სამართალდამცველების ინფორმაციით, ტეხასში მდებარე ეკლესიაში, სადაც თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელის ყოფილი ცოლის მშობლები დადიოდნენ
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტეხასში მდებარე ეკლესიაში, სადაც თავდასხმა მოხდა, თავდამსხმელის ყოფილი ცოლის მშობლები დადიოდნენ

26 ადამიანის მკვლელობაში დამნაშავე მამაკაცი, რომელიც ტეხასში საკვირაო მესაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, ყოფილი ცოლის მშობლებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

სამართალდამცველი უწყებების ინფორმაციით, თავდამსხმელის სიდედრი და სიმამრი პირველ ბაპტისტურ ტაძარში, სადაც დევინ პატრიკ კელი შეიჭრა, მესას ესწრებოდნენ ხოლმე.

ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, „საქმე სიძესა და სიდედრს შორის ოჯახურ კონფლიქტთან გვაქვს“.

2012 წელს დევინ პატრიკ კელი საკუთარი ცოლსა და შვილზე ძალადობისთვის გაასამართლეს.

ადგილობრივი შერიფის, ჯო ტაკიტის ინფორმაციით, თავდასხმის დღეს საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარში მესას დევინ კელის ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსში თავდასხმა 5 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში საკვირაო მესის მსვლელობისას შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.