სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გადაადგილდებიან.

მანამდე მომიტინგეებმა გამზირზე ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა საგნით გზა ჩახერგეს.

ამასთან, ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რითიც პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე განლაგებულია სპეცაღჭურვილობა და სპეცდანიშნულების რაზმები.