სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

10:53, 22.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა, აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16 800 აშშ დოლარს თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი