სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

14:00, 18.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ,,ვალეს“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ბრალდებულების ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 210 აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი