სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტ ლირა მაკკის მკვლელობისთვის ოთხი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტ ლირა მაკკის მკვლელობისთვის ოთხი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ჟურნალისტ ლირა მაკკის მკვლელობისთვის ოთხი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილები 19,20,21 და 33 წლის მამაკაცები არიან. მათგან ერთს ბრალი უშუალოდ ჟურნალისტის მკვლელობისთვის, დანარჩენებს კი მკვლელობის ღამეს მოწყობილი არეულობის გამო წაუყენეს.

29 წლის ლირა მაკკის 2019 წლის აპრილში, ლონდონდერიში ამბოხის გაშუქების დროს ესროლეს.

სამართალდამცველების განმარტებით, ამით სრულდება ორწლიანი გამოძიება.

დატოვე კომენტარი