სამაგისტრო გამოცდების შედეგები ცნობილია

11:06, 16.08.2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება კი, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი ელექტრონულად ვებგვერდებზე – online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“, ტერმინალებისა და ინტერნეტბანკიგის მეშვეობით.

საერთო სამაგისტრო გამოცდები 17-24 ივლისს გაიმართა.

მსგავსი