სამ ლატვიელ დეპუტატს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარის გამო ხმის უფლება დროებით ჩამოართვეს
სამ ლატვიელ დეპუტატს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარის გამო ხმის უფლება დროებით ჩამოართვეს

სამ ლატვიელ დეპუტატს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარის გამო ხმის უფლება დროებით ჩამოართვეს.

ლატვიაში მიღებული რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აცრილ ან კოვიდგადატანილ დეპუტატებს.

პარლამენტის წევრებმა, რომლებსაც ვაქცინაცია ექიმმა აუკრძალა, სეიმის შენობაში შესვლამდე კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი მაინც უნდა წარადგინონ.

ახალი რეგლამენტი 15 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. დეპუტატებს, რომლებიც არ დაემორჩილებიან წესებს, ანაზღაურება შეუჩერდებათ.

ექსპერტების ნაწილი აღნიშნული ზომების კონსტიტუციასთან შესაბამისობას სათუოდ მიიჩნევს. სეიმის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლატვიაში ამჟამად დეპუტატების 97 პროცენტია აცრილი.

ეს ნიშნავს, რომ აუცრელია მხოლოდ სამი პარლამენტარი, რომელთა ვინაობა არ სახელდება.