სამ დღეში ექვსი პენალტი დაინიშნა, ბრაზილიაში სულ 13 პენალტი იყო
სამ დღეში ექვსი პენალტი დაინიშნა, ბრაზილიაში სულ 13 პენალტი იყო

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი შესაძლოა, სარეკორდო აღმოჩნდეს პენალტების რაოდენობით. პირველ სამ სათამაშო დღეს, მსაჯებმა ექვსი 11-მეტრიანი დანიშნეს. არადა, მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე ბრაზილიაში, ჯამში მხოლოდ 13 პენალტი დაინიშნა.

გარდა ამისა, რუსულმა მუნდიალმა უკვე აჯობა ბრაზილიურ მუნდიალს გამოუყენებელი პენალტების რაოდენობით. მესამე სათამაშო დღეს, 11-მეტრიანები ვერ გაიტანეს არგენტინელმა ლიონელ მესიმ და პერუელმა კრისტიან კუევამ. ბრაზილიაში კი მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო. მაშინ პენალტი ფრანგმა ქარიმ ბენზემამ გააფუჭა.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!