სალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე ბრალდებულთა შორის სამი წარმოშობით ქართველია
სალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე ბრალდებულთა შორის სამი წარმოშობით ქართველია

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სულ 12 ადამიანი, მათ შორის ბერძენი ადვოკატი და 53 წლის ქართველი გინეკოლოგი, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებად მიიჩნევიან.

საქმეში გინეკოლოგის გარდა, წარმოშობით კიდევ ორი ქართველი (40 და 41 წლის) ფიგურირებს. სულ ბრალდებულთა შორის 66 ადამიანია, რომლებიც ბიოლოგიური დედები, კლინიკის პერსონალი და შუამავლები არიან.

​გამოძიება 27 ბავშვის უკანონო გაშვილების საქმეს სწავლობს.