სალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ბერძნული მედია წერს, სასამართლომ საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში, რომლებიც 2016-2017 წლებში გამოვლინდა. დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. სატვირთო მანქანა გზიდან გადავარდა, რასაც ერთი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ცნეს.