სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ თამარ მეფის მაგალითი მოიყვანა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყალბი ამბავი უწოდა „ფრანს 24“-ის წამყვანის, კეტრინ ნიკოლსონის ფრაზას იმის შესახებ, რომ საქართველოს პატრიარქალური ქვეყნის რეპუტაცია გააჩნია.
„ეს სიცრუეა, ფეიკნიუსი. საქართველოს მე-12 საუკუნეში ჰყავდა დედოფალი, რომელიც დღესაც მიიჩნევა ყველაზე პროგრესულად. 1918 წელს, როდესაც საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა პირველად გამოაცხადა, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ყველა ქალს შეეძლო მონაწილეობის მიღება, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეუძლებელი იყო. ახალფორმირებულ პარლამნეტში კი ხუთი ქალი იქნა არჩეული, რაც პროცენტულად ბევრ სხვა ქვეყანაზე მაღალი მაჩვენებელი იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტელეკომპანია „ფრანს 24“-მა საქართველოს პრეზიდენტთან ვრცელი ინტერვიუში ჩაწერა. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეალობა აჩვენებს, როგორი დამოუკიდებელია.