სალომე ზურაბიშვილი - ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები, სადაც და როგორც საჭიროა
სალომე ზურაბიშვილი - ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები, სადაც და როგორც საჭიროა

სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც ძალიან თავისუფლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობისგან უნდობლობა არ უნახავს და გააგრძელებს ფეხით სიარულს.

„საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა მე არ მინახავს. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, არის არა რაღაც კრიტიკა ან ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ურთიერთობა. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები, სადაც და როგორც საჭიროა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.