სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა

13:12, 07.05.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, 14-16 მაისს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში, 17-19 მაისს კი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში ჩავა.

„ორივე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციების ფორმატში, გაფართოებული შემადგენლობით. იგეგმება სხვა შეხვედრებიც“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და საქართველოდან სტუდენტებსაც შეხვდება.

მსგავსი